Saturday, October 1, 2016

ტრენინგის მე- 9 დღე

       
             პირველივე   ტრენინგზე   გავეცანით  ინტელის       სასწავლო პროგრამის ძირითად კურსს.   პროექტის  შექმნის მიზნებს,   წესებს.    გავეცანით თუ   რას ითვალისწინებს  პროექტის   მომზადება.  კერძოდ: დავალებების განსაზღვრას, პრიორიტეტების მინიჭებას , ინფორმაციის ზუსტად  შემოქმედებითად გამოყენებას.  შევისწავლეთ  თუ რა  არის პუბლიკაცია, მისი სახეები,  შევარჩიეთ ეროვნული სასწავლო გეგმიდან სტანდარტები პროექტის  გეგმისათვის.  გავეცანით21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.  ტრენინგის  განმავლობაში ვიმუშავეთ თუ როგორ ხდება ბლოგზე მასალის ატვირთვა. ასევე გავეცანით მიმართულების  მიმცემ საკვანძო  კითხვარების რუბრიკას.ელექტრონული გაზეთის შექმნაზე.    ყველა ტრენინგი ჩემთვის იყო სიახლის მომცემი.   სწავლების დროს ტრენინგზე მიღებულ  ცოდნას გამოვიყენებ  ეფექტური  გაკვეთილების ჩასატარებლად.
       

Sunday, September 25, 2016

ტრენინგის მე-8 დღე

დღეს დავასრულეთ მოდულების განხილვა. შევქმენით თვითშეფასების ჩეკლისტი კედლის გაზეთისთვის. ასევე შევქმენით გაზეთის სეფასების რუბრიკა. განვიხილეთ პრეზენტაციები: "ლობიოს დიდი რბოლა", "რომეო და ჯულიეტა". ვისაუბრეთ მოდულ მე-6სა და მოდულ მე-7ზე. კერძოდ განვიხილეთ დიფერენციაცია.

Saturday, September 24, 2016

ტრენინგის მე-7 დღე

დღეს ტრენინგის მე7 დღეა. განვიხილეთ  მოდული 5.კერძოდ  შეფასებები.ვიმუშავეთ  თვითრეგულირების ,თანამშრომლობისა და წახალისების სტრატრგიებზე.  ამოვირჩიეთ მეთოდი. ასევე ვიმუშავეთ  პროგრესის მონიტორინგზე, მეტაგოკნიტური,მეტაშემეცნების სტრატეგიებზე,  ხარისხისა და გაგების სტრატეგიაზე. მოგვცა დავალება თუ რომელ მასალას უნდა გადავხედო სახლში და რა დავალება უნდა შევასრულო.

Sunday, September 18, 2016

ტრენინგის მე-6 დღე

დღეს გვქონდა ტრენინგის მე-6 დღე. ვიმუშავეთ ინფორმაციის ატვირთაზე. კერძოდ როგორ ხდება ბლოგზე ინფორმაციის ატვირთა. ამავე დროს შევქმენით ბუკლეტზე პროდუქტი. გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო  კითხვების რუბრიკას. ვიმუშავეთ სასწავლო ნიმუშების შექმნაზე. შევქმენით ელექტრონული გაზეთი. ტრენინგი საინტერესო იყო.

Saturday, September 17, 2016

ტრენინგის მე-5 დღე. 17.09.2016წ.

ტრენინგის  თემა იყო შეფასების განხილვა. გვესაუბრა განმავითარებელ შეფასებაზე. რომელი სტრატეგიების გამოყენება გვჭირდება.  ასევე  ვიმუშავეთ ბლოგზე, ვისწავლეთ თემების შეცვლა, ფერების არჩევა.  შევქმენით დამატებითი გვერდები:  რესურსები,სასარგებლო ბმულები,ფოტოგალერეა.  გვესაუბრა საავტორო უფლებების გამოყენებაზე.   წასაკითხად მოგვცა  საავტორო  უფლებების  ქაოსი.  სამუშაო მაქვს მოსწავლის საჭიროებების-წინარე ცოდნის დასადგენად.ასევე ყოველი ახალი მასალის შესწავლის დროს. ტრენინგი  შრომატევადი იყო.

Sunday, September 11, 2016

ტრენინგის მე-4 დღე

დღეს ტრენინგის  მეოთხე დღეა.    გავეცანით მოდული 2-ის   21-ე  საუკუნის უნარ-ჩვევებს.  გავიგეთ რომ უნარ-ჩვევები არის  სამი მიმართულების. შემოქმედითობა და გამომგონებლობა, საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები, სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევები.  აქედან შევარჩიეთ  სასურველი უნარ-ჩვევები. ვიმუშავეთ  ასევე სხვადასხვა სახის  კითხვების ჩამოყალიბებაზე. ზოგადი,თემატური და შინაარსობლივი.   ეს ტრენინგი იყო შრომატევადი  და საიტერესო.

Saturday, September 10, 2016

ტრენინგის მე-3 დღე

    ტრენინგის  მესამე დღეს   ვიმუშავეთ საკითხზე მოდული 2  .    დღეს ვისწავლეთ თუ რა არის პუბლიკაცია.   გავეცანით პუბლიკაციის  სახეებს: პოსტერს, ბროშურას , ბუკლეტს ახალი ამბების ბიულეტენს, ფლაერს , ჟურნალს.     შევარჩიეთ ეროვნული გეგმიდან სტანდარტები პროექტის გეგმისათვის .ჩემთვის საინტერესო   და   ახალი  იყო    სატრენინგო მასალა.